დავით ბაქრაძე: “ევროპული საქართველოს” ამოცანა არჩევნების მშვიდად მოგება და ხელისუფლების შეცვლაა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ,დავით ბაქრაძემ მარნეულში ყოფნისას “ნაციონალური მოძრაობისა” და მათ მიერ ზუგდიდში ათასობით ადამიანის მობილიზების შესახებ მარნეულში ყოფნისას ისაუბრა. ბაქრაძეს თქმით, ამ ამბავში პრობლემას ვერ ხედავს, რადგან მიაჩნია, რომ მხარდამჭერების მობილიზება სრულიად ბუნებრივია.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” უნდა იმოქმედოს პასუხისმგებლიანად და არ უნდა მიცეს საბაბი ხელისუფლებას ასეთი ბრალდებებისთვის, თუმცა, ზოგადად, მხარდამჭერების მობილიზება სრულიად ბუნებრივია იმ პირობებში, როდესაც არსებობს არჩევნების გაყალბების მაღალი რისკი. ჩვენი, “ევროპული საქართველოს” ამოცანაა არჩევნების მშვიდად მოგება და ხელისუფლების შეცვლა. იმედი მაქვს, რომ იმავე მიდგომას იზიარებს “ნაციონალური მოძრაობაც”. მათი მხრიდან ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელებულ ქმედებებს კონკრეტული საფუძველი ჰქონდა. ვიმეორებ, მშვიდობიანი და მშვიდი პოლიტიკური ქმედედებით “ქართულ ოცნებას” ჩვენ სახლში გავუშვებთ “, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძემ “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან “ევროპულ საქართველოსთან” დადებული შეთანხმების დარღვევის შესახებაც ისაუბრა.
ყოველთვის სასურველია, რომ ოპოზიციას შორის არ იყოს არჩევნებზე კონკურენცია, ამიტომ სამწუხაროა, რომ მარნეულში შეთანხმება დაირღვა და “ნაცმოძრაობამ” გადაწყვიტა კანდიდატის დაყენება, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ იმდენად დიდია ხალხში ცვლილებების სურვილი, რომ, მიუხედავად შიდა კონკურენციისა, ოპოზიციის შანსები არის ძალიან მაღალი ამ კონკურსში ახმედ იმამყულიევი მიმაჩნია, როგორც ფავორიტი”, – განაცხადა ბაქარძემ.
ცნობისთვის, შეთანხმების მიხედვით, რომელიც ყოფილმა თანაპარტიელებმა და ახლა უკვე ორი ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა დადეს, შუალედურ არჩევნებში მათ საერთო კანდიდატი უნდა წამოეყენებინათ, შეთანხმება “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაარღვია და მარნეულში მერობის კანდიდატად აგილ მუსტაფაევი წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები