შსს-მ დადიანების ეზოში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირი პასუხისგებაში მისცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დადიანების სასახლის წინ, ბოტანიკურ ბაღში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ლევან თორია პასუხისგებაში მისცეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 17 მაისს პასუხისგებაში მისცეს ლევან თორია. მას ბრალი ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლევან თორიამ მიმდინარე წლის 14 მაისს ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს. ფაქტთან დაკავშირებით, ამ დროისთვის, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები”, – აცხადებენ უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები