ლევან ნიკოლეიშვილი: დათა ახალაია და გია უდესიანი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებიან

ექსპერტ ლევან ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები – დათა ახალაია და გია უდესიანი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
ამის შესახებ მან “მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ახალაია და უდესიანი ზუგდიდის მერის არჩევნებში ჩართვას სწორედ ოკუპირებული ტერიტორიიდან გეგმავენ.
“აფხაზ ინფომ” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ადამიანები, რომლებიც ძებნილები არიან – გია უდესიანი და დათა ახალაია აფხაზეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან. მათი მცდელობაა, გარკვეული გავლენა მოახდინონ ზუგდიდში მიმდინარე არჩევნებზე. ერთია, რომ გადმოიყვანონ გარკვეული ადამიანთა ჯგუფები და მათ მიაცემინონ ხმა მათი კანდიდატის სასარგებლოდ და მეორე – მოახდინონ პროვოკაცია“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები