სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი კონკურსისთვის განაცხადების მიღება დაიწყო

საქართველოს პრემიერმინისტრის ბრძანებით, შექმნილი სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი კონკურსისთვის განაცხადები მიმდინარე წლის 17-დან და 26 მაისამდე მიიღება.
როგორც „კვირას“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, კონკურსი ოფიციალურად გამოცხადდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge).
„კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნასამართლეობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და მართლმსაჯულების, სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია. კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან – განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება.
დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატების შესაბამისობის შეფასების შედეგად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომისია შეარჩევს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურას, რომელსაც საქართველოს პრემიერმინისტრს წარუდგენს, მთავრობის მეთაურისგან კი სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს 2 კანდიდატურა წარედგინება“, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები