„ღამის მუზეუმის მისტერიები“ – ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში ღონისძიებები გაიმართება

 18 მაისს, 17:00 საათზე, მუზეუმების საერთაშორისო დღისა და აქციიის „ღამე მუზეუმში“ ფარგლებში, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, 17:00 საათზე იგეგმება „საუბრები დემოგრაფიაზე”.
ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის სივრცე დაეთმობა პარლამენტის წევრ, დიმიტრი ხუნდაძეს, რომელიც ვრცლად ისაუბრებს საქართველოში დღეს არსებულ დემოგრაფიულ ვითარებაზე, რა ვითარებაა დემოგრაფიული კუთხით საქართველოში, რა საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე დგას ქართველი ერი და სადაა გამოსავალი.
19:00 საათი – სკოლა „სადუნის“ მოსწავლეები წარმოადგენენ თეატრალურ პერფორმანსს – „ცისფერყანწელები“.
21:00 საათი – მუზეუმის სცენას დაიკავებს ანსამბლი „მცხეთა“, რომელიც ქართული ხალხური ჰანგებით გააცოცხლებს მუზეუმის ეზოს.
დასწრება  თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები