ნინო გიორგობიანმა დაღუპული სპეცრაზმელის შვილს დაბადების დღე მიულოცა

გიორგი გოლაშვილი დღეს 5 წლის გახდა. გიორგი ვანო გოლაშვილის შვილია, რომელიც თბილისში ტერორისტების წინააღმდეგ 2017 წლის 21 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გმირულად დაიღუპა.
გარდაცვლილი ვანო გოლაშვილის ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი, ნინო გიორგობიანი ეწვია და გიორგი გოლაშვილს დაბადების დღეს პირადად მიულოცა.
„ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება ვანოს ოჯახი, ყოველთვის მოვუყვებით მის შვილებს, როგორი გმირი მამა ჰყავდათ“, – წერს ნინო გიორგობიანი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები