ხულოში კვატია-ოხორას საავტომობილო გზის ბეტონით მოწყობის სამუშაო მიმდინარეობს

ხულოს მუნიციპალიტეტში ​ კვატია-ოხორას საავტომობილო გზაზე 288 კუბური მეტრის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.​ ​სამუშაოს მიმდინარეობას ადგილზე აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლაშა ჩიხლაძე გაეცნო.
“აჭარის საგზაო დეპარტამენტი, ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ, მნიშვნელოვან გზებზე ბეტონის საფარის მოწყობას ახორციელებს. მზა ბეტონი ტენდერში გამარჯვებული კომანია გიო პლიუსს მოაქვს . წელს ხულოს მუნიციპალიტეტში გამოყოფილია 110600 კუბი ბეტონი, რომლის ღირებულება ორი მილიონ ათი ათასი ლარია, რაც საშუალებას გვაძლევს 48 მიმართულებით, 30 კილომეტრი სიგრძის გზა ბეტონის საფარით მოვაწყოთ”,- აღნიშნა ლაშა ჩიხლაძემ.
​აჭარის რეგიონში, მიმდინარე წელს დეპარტამენტის ბიუჯეტიდან ბეტონის საფარის სამუშაოებზე 6200000 ლარი დაიხარჯება და ჯამში 114 კმ.  გზის მონაკვეთი გაკეთდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები