განმუხურში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია დასრულდა

განმუხურის ამფითეატრში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია დასრულდა. ოპოზიციის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის მხარდამჭერ აქციაზე გაერთიანების ლიდერები სიტყვით გამოვიდნენ და 19 მაისს, ზუგდიდის მერის არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდეს.

“ხალხი წინასწარ მილოცავს, დღეს შამპანურიც გახსნეს,მე ნამდვილად ვგრძნობ რომ გამარჯვებულია ჩვენი გუნდი. ზუგდიდი იქნება ივანიშვილის გარეშე. აქ ჩვენ თუ დავამარცხებთ ივანიშვილის რეჟიმს, ეს იქნება მისი დასასრულის დასაწყისი. გპირდებით, რომ 19 მაისს დროულად ვერ დაიძინებს ივანიშვილი, მთელი ღამე ინერვიულებს”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

შეგახსენებთ, რომ აქციაზე ზუგდიდელების გარდა, ენმ-ს მხარდამჭერები სხვა რეგიონებიდანაც იმყოფებოდნენ. გაერთიანებულმა ოპოზიციამ მათი ტრანსპორტირება მიკროავტობუსებით უზრუნველყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები