“ხულოს ისტორია არ იცის ეტყობა”,- ბათუმში ხელოვანები მიხეილ სააკაშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ (ვიდეო)

სახელოვნებო წრის წარმომადგენლები მიხეილ სააკაშვილისგან შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო ბოდიშის მოხდას ითხოვენ. ხელოვანები ბათუმის ცენტრში შეიკრიბნენ და ექსპრეზიდენტის ის განცხადება დაგმეს, რომელიც მან მიუნხენში ემიგრანტებთან შეხვედრაზე გააკეთა, სააკაშვილმა შეურაცხმყოფელი ეპითეტებით ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე მოიხსენია. ხულოში სამხატვრო გალერეის არსებობას კი სასაცილო უწოდა.
​აჭარის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე ნოდარ იაკობიძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტმა ხულოელებს ბოდიში უნდა მოუხადოს, რადგან იქ კულტურის სფეროს მრავალი წარმომადგენელი მოღვაწეობს.
“ხულოს ისტორია არ იცის ეტყობა სააკაშვილმა. ხულოს ძალიან დიდი ტრადიციები და ისტორია აქვს. არ შეიძლება ასე აგდებით მოიხსენიო არამარტო პიროვნება, ხულოში არის გალერეაც, სახელმწიფო თეატრი, მუდივმოქმედი დასით და ანსამბლი. ხალხი შრომობს, მოღვაწეობს, აკეთებს საერო და საქვეყნო საქმეს. ბოდიში უნდა მოიხადოს ბატონმა სააკაშვილმა”,- განაცხადა ნოდარ იაკობიძემ.
ხელოვანებს აჭარის უმაღლესი საბჭოს განათელების კულტურისა და სპორტის კომიტეტის საბჭოს თავმჯდომარეც შეურთდა. მგალობლიშვილის შეფასებით, სააკაშვილის განცხადება დისკრიმინაციულია.
“მიუღებელია 21-ე საუკუნეში კუთხური ნიშნით მსგავსი განცხადება ეს არის დისკრიმიანაცია, მოვუწოდებთ სააკაშვილს მოინანიოს და ბოდიში მოუხადოს ჩვენ ხულოელ დებსა და ძმებს. ხულო არის ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა”,- აღნიშნა ლადო მგალობლიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში ემიგრანტებთან გამართულ შეხვედრაზე, ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე შეურაცხმყოფელი ფრაზებით მოიხსენია, ხოლო ხულოში სამხატვრო გალერეის არსებობას სასაცილო უწოდა.
ხელოვანებს აჭარის უმაღლესი საბჭოს განათელების კულტურისა და სპორტის კომიტეტის საბჭოს თავმჯდომარეც შეურთდა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები