სასწრაფოდ: ანაკლიაში მანქანა საცხოვრებელ სახლში შევარდა – მძიმედ დაშავდა 7 მოზარდი (+18)

რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.  ავტომანქანა საცხოვრებელ სახლში შევარდა.
“კვირას” ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ერთი დაშავებული უკვე გადაყვანილია უახლოეს საავადმყოფოში, დანარჩენებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე უტარდებათ.
​როგორც ადგილიდან “კვირას”ჟურნალისტი იტყობინება, დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან და მათ ბოლო ზარი ჰქონდათ.

შსს-ის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები