ბოლნისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მორიგი აქცია გაიმართა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში დღეს დასუფთავების მორიგი აქცია გაიმართა. ცურტავის დედათა მონასტრისა და ქვეშის ციხის მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისგან ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა და მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებმა გაასუფთავეს.
დასუფთავების აქციაში მონაწილეობა ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა – გოგი მეშველიანმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა – დავით შერაზადიშვილმა მიიღეს.
დასუფთავების აქცია „საქართველოს მწანეთა მოძრაობის“ მხარდაჭერით გაიმართა.
„დღეს მაჟორიტარ დეპუტატთან – გოგი მეშველიანთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მორიგი აქცია გავმართეთ და ნარჩენებისგან ტურისტული ზონები გავწმინდეთ. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტის კომუნალური სამსახური აქტიურად მუშაობს დასუფთავების მიმართულებით, კვლავ რჩება ბოლნისში სტიქიური ნაგავსაყრელები, რომელთა გაწმენდასაც ასეთი აქციებით პერმანენტულად ვახორციელებთ.
ვიყოთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტი, არის ჩვენი გამოწვევა. ვფიქრობ, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის პირდაპირი ვალდებულებაა”, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.