სუს-ის უფროსი საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან, როზარია პულისისთან შეხვედრა გამართა.
როგორც „კვირას“ სუს-დან აცნობეს, მხარეებმა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.
„შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს შეეხო, ხაზი გაესვა გლობალური გამოწვევების დასაძლევად საქართველოსა და ნატო-ს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას“, – აცხადებენ სუს-ში.