“მე-10 ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე სახლში გარდაცვლილი იპოვეს” – თავდაცვის სამინისტრო

“საცხოვრებელ ბინაში” გარდაცვლილი იპოვეს ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე, პაატა ჩხაიძე, – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
 
“მიმდინარე წლის 15 მაისს არასამსახურეობრივ ვითარებაში საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე, პაატა ჩხაიძე (11.09.1985). შემთხვევის ადგილზე საცხოვრებელ სახლში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი (სანადირო თოფი).
გამოძიება დაწყებულია 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები