ლევან გოგიჩაიშვილი: გიორგი ქობულია ის ადამიანი არ იყო, რომელიც “ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს კომფორტს შეუქმნიდა

უმრავლესობის ყოფილი წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია ის ადამიანი არ იყო, რომელიც “ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს კომფორტს შეუქმნიდა.
მისივე თქმით, დღეს ქობულიამ ყველა მნიშვნელოვან საკითხსა და პრობლემაზე ისაუბრა.
„გიორგი ქობულიაში ის ადამიანი ვერ დაინახეს, რომელიც პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს კომფორტს შეუქმნიდა ისე, როგორც მას კომფორტს სასამართლოში მურუსიძე და ჩინჩალაძე უქმნიან. გიორგი ქობულიამ ისაუბრა ზუსტად იმაზე, რაც ჩვენ ვიცოდით და რისი დადასტურებაც მისგან გვინდოდა. შეიძლება, მას დღეს სიმძაფრით არ უსაუბრია, მაგრამ ყველა მნიშვნელოვან საკითხსა და პრობლემას შეეხო – ეს არის მმართველობის პრობლემა, გაჩერებული ბიუროკრატია, პარტიის თავმჯდომარესთან დაახლოებული ოდიოზური ბიზნესმენები – მათი ინტერესები და ცხვირის ჩაყოფა ქვეყნის ეკონომიკაში“, – აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები