მიხეილ სააკაშვილი: არ შეიძლება, ამდენ ფულს ხარჯავდეთ მაშინ, როცა ხალხი შიმშილით კვდება (ვიდეო)

“არ შეიძლება, ამდენ ფულს ხარჯავდეთ მაშინ, როცა ხალხი შიმშილით კვდება”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას მიმართავს.
„მგონი, აჭარლებს არ სჭირდებათ ახსნა, მათ შორის – ჩემს საყვარელ ხულოელებს. მათ იციან, როგორ მიყვარს ისინი. არცერთ მმართველს ისტორიაში არ გაუკეთებია აჭარისთვის ამდენი, რამდენიც გავაკეთეთ მე, ლევან ვარშალომიძემ და ჩვენმა გუნდმა. თვითონ ხულოს სამხატვრო გალერეა ჩემ მიერ არის აღდგენილი და გარემონტებული, მაგრამ არ შეიძლება, ამაში და სახელმწიფო სსიპ-ებში მრავალ ათას ლარს ხარჯავდე ხელისუფლების წევრების ნათესავების ხელფასებზე მაშინ, როცა ხალხი შიმშილით კვდება. ძალიან მიყვარს იქაურობა. საქართველოს პირველი მმართველი ვიყავი, ვინც ღორჯომში ავიდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები