ანრი ოხანაშვილი: ჩვენ უზრუნველვყოფთ არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებას

“ჩვენ უზრუნველვყოფთ არჩევნების მშვიდ, თავისუფალ გარემოში ჩატარებას. ეს მმართველმა პარტიამ დაამტკიცა ყველა იმ არჩევნებზე, რომელიც გავიარეთ”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას განაცხადა.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, საპრეზიდენტო არჩევნები იყო და არის კიდევ ერთი ნათელი დასტური, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იყო ნეიტრალური.
“სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ხორციელდებოდა ყველა ფაქტზე, შესაძლო დარღვევაზე ოპერატიული რეაგირება. ამას აღნიშნავენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც და სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების დროს დაფიქსირდა არნახული ოპერატიული რეაგირება შინაგან სამინისტროს მხრიდან და, ასევე, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა, ყველა პირის პასუხისგებაში მიცემა, ვინც შესაძლოა, კანონი დაარღვია. ამ მიდგომით გააგრძელებს უწყება მუშაობას. ამ მიდგომით ვაგრძელებთ გუნდი მუშაობას, რომ ყველა შესაძლო დარღვევას ექნება შესაბამისი რეაგირება და ჩვენ ვიღებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც აქვს მმართველ პარტიას, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდ და თავისუფალ გარემოში. ეს არის ჩვენი სამარკო ნიშანი არჩევნების მშვიდ, ტრანსფარენტულ გარემოში ჩატარება. გუშინ მომხდარ ინციდენტზეც ოპერატიული რეაგირება მოახდინა შსს-მ, დაკავებულია ერთ-ერთი პირი, რომელიც ინციდენტში მონაწილეობდა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ყველა პირის მიმართ განუხრელად პოლიტიკური კუთვნილებისა, თუკი გამოიკვეთება რაიმე სახის დარღვევა იქნება ოპერატიული რეაგირება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები