სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიწისზედა მეტროს პროექტზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება

სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიწისზედა მეტროს პროექტზე ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება, – აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
„ჩვენ გაჟღერებული გვქონდა ახალი მიწისზედა მეტროს მშენებლობა სამგორი-ლილოს მიმართულებით და ასევე გვინდოდა, კვლევები ჩაგვეტარებინა სამგორი-რუსთავის მიმართულებით, რომ თბილისი და რუსთავი იყოს მეტროთი დაკავშირებული. თბილისის სატრანსპორტო კომპანიას გამოცხადებული ჰქონდა კონკურსი ამ ორივე მიმართულებაზე პროექტთან დაკავშირებით და გვყავს გამარჯვებული. ეს არის ILF consulting engineers, ავსტრიული კომპანია, საერთაშორისო დონის კომპანია უდიდესი გამოცდილებით. ეს არის გამარჯვებული კომპანია, რომელმაც უნდა განახორციელოს პროექტი, უნდა განახორციელოს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ამ ორივე ხაზისთვის, მოამზადოს პროექტი, სატენდერო დოკუმენტაცია სამგორი-ლილოს ხაზის მშენებლობისთვის და რუსთავთან დამაკავშირებელ მიმართულებაზე. გვეცოდინება, რამდენად შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელება. ამ ორივე პროექტის ბიუჯეტი არის დაახლოებით 13 მილიონი. 15 დღე აქვს კონკრეტულ კომპანიას და შემდეგ როდესაც ქვეყნდება სრული დოკუმენტაცია, გამოვაცხადებთ ტენდერს მშენებლობაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები