აღმოსავლეთ საქართველოში მაისის თვეში სეტყვის შემთხვევები ხშირია – სტატისტიკური მონაცემები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისის თვე ხასიათდება ხშირი, ელჭექის ხასიათის ნელექებით, ზოგან სეტყვით, რაც დამახასიათებელია აღმოსავლეთ საქართველოსთვის.
კლიმატურ მონაცემებზე დაყრდნობით, წლის განმავლობაში ნალექებისა და სეტყვის მაქსიმუმი მოდის სწორედ მაისის თვეზე. სადამკვირვებლო ქსელიდან შემოსული მონაცემების საფუძველზე, გასული დღეების განმავლობაში კახეთის რეგიონში, კერძოდ ლაგოდეხშ,ი 4-5 მაისს 24 საათში მოსული ნალექების რაოდენობამ შეადგინა 125 მმ. მსგავსი სიძლიერის წვიმა აღინიშნა 2006 წელს, როდესაც 24 საათში მოსული ნალექების რაოდენობამ 14 მაისს შეადგინა 128 მმ და 2011წ.-100 მმ.
„თელავში, წელს პირველად, დღე-ღამეში მოსული ნალექების რაოდენობამ შეადგინა 93 მმ. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ასეთი სიძლიერის წვიმა თელავში მაისის თვეში არ დაფიქსირებულა. თელავში 1981წ. 15 მაისს დაფიქსირდა 62 მმ, ხოლო 2005წ.-58 მმ. აღმოსავლეთ საქართველოში მოსული უხვი ნალექი განპირობებულია კავკასიის ჩრდილოეთიდან გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებით.
სტატისტიკური მონაცემებით, აღმოსავლეთ საქართველოში მაისის თვეში სეტყვის შემთხვევები ხშირია. ბოლო 5 წლის მონაცემებით, ძლიერი სეტყვა აღინიშნა სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის – კახეთში. 2014 წელი: წინანდალი, ქვემო ხოდაშენი, ბეშეთი, თელავი, დედოფლისწყარო, სიღნაღი, გურჯაანი. 2015 წელი: თელავი, საგარეჯო, კურდღელაური, შიბლიანი, ყანდაურა, კაკაბეთი, კისისხევი. 2016 წელს მაისის თვეში დაისეტყვა კახეთის 16 სოფელი, 2017 წელს-38 სოფელი, 2018 წელს კი 5 სოფელი. სპეციალისტების განმარტებით, აღმოსავლეთ საქართველო, დასავლეთ საქართველოსგან განსხვავებით, მაისსა და ზაფხულის თვეებში ხასიათდება სეტყვის ხშირი შემთხვევებით, რაც, ძირითადად, განპირობებულია გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებით.
რაც შეეხება თბილისს – 2019წ. 12 მაისს 20 წუთში მოსული ნალექების რაოდენობამ შეადგინა 22 მმ, რაც თბილისისთვის არ წარმოადგენს რაიმე ანომალიას. სტატისტიკური მონაცემებით, 2012წ. 19 მაისს თბილისში 12 საათში მოვიდა 94 მმ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები