პომპეო: ამერიკასა და რუსეთს სხვადასხვა შეხედულება აქვთ უკრაინაზე

ამერიკის ადმინისტრაციასა და კრემლს სხვადასხვა შეხედულება აქვთ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის რეგულირებაზე მიუხედავად დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სურვილისა, გაამყაროს ურთიერთობები რუსეთთან. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ 14 მაისს სოჭში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
“არის მომენტები, სადაც ჩვენ სხვადასხვა მიდგომა გვაქვს. გაიხსენეთ უკრაინა. ჩვენ სხვა შეხედულებები გვაქვს, თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს უკრაინის საკითხი”, – განაცხადა მაიკ პომპეომ.
მისი განმარტებით, იმისთვის, რომ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები გაუმჯობესდეს, უნდა მოგვარდეს ის საკითხები, რომლებიც ორივეს აღელვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები