ზაზა გაბუნია: ჩვენი ხელისუფლების პირობებში ზუგდიდი ყველა პარამეტრით ვითარდება

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, ზუგდიდის მერობის კანდიდატ გეგა შენგელიასთან ერთად ფაიფურის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა და მოსახლეობას სიტყვით მიმართა.

„ახლა მოვდივარ ბარამიას ქუჩიდან, სადაც დევნილთათვის მშენებარე კორპუსები მოვინახულე. ამ წლის შემოდგომაზე კიდევ 360 ოჯახი მიიღებს ყველაფრით უზრუნველყოფილ ბინებს და ეს მნიშვნელოვანია.
ასეთი დიდი პროექტების მიუხედავად, სამწუხაროდ მეთოდი რომელსაც ოპონენტი ოპოზიციური ძალა ირჩევს საარჩევნოდ, მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში აქტიურად გამოყენებული ხერხია და მას ყველაფრის ფასად სიცრუე ქვია.
ასეთი სიცრუე არის მაგალითად ის, რომ თითქოს ზუგდიდი გაჩერებულია და არაფერი კეთდება – არადა, წელს ზუგდიდში ჯამში დაახლოებით 36 კილომეტრის საგზაო სამუშაო შესრულდება, რომელთა ნაწილი დაწყებულია და მიმდინარეობს, ნაწილი ამ თვეში ან მომავალ თვეში დაიწყება და დამტკიცებულია სახელმწიფო პროგრამებით.
მაგალითად ასეთია: თამარ მეფის ქუჩა, ზუგდიდი-ანაკლიას დამაკავშირებელი გზა, თაბუკაშვილის ქუჩა, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა, ზვიად გამსახურდიას ქუჩა, აგვისტოში დაიწყება ბარამიას ქუჩის რეაბილიტაცია , ხელაიას და ჯანაშიას ქუჩების რეაბილიტაცია ასევე აგვისტოში.
დასრულდა საჭადრაკო სკოლის შენობის რეაბილიტაცია. ნომერ მეორე საბავშვო ბაღი სულ მალე დასრულდება. წელს დავასრულებთ წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას, რომელიც 100 000 მილიონამდე უჯდება ბიუჯეტს.
ასევე იწყება კანალიზაციის ქსელის მოწყობა, რომელიც 2021-ში დასრულდება და მისი ბიუჯეტი დაახლობით 85 მილიონს შეადგენს.
ზუგდიდში გზების დეპარტამენტი წელს დახარჯავს 33 მილიონ ლარს, რეგიონული ფონდი 22 მილიონს, ათობით მილიონს ხარჯავს მუნიციპლური განვითარების ფონდი ზუგდიდის განვითარებისთვის.
ზუგდიდში მხოლოდ სოფლის მხარდაჭრის პროგრამით ხორციელდება 107 პროექტი. და ამ ყველაფრის მერე შეიძლება ვინმემ თავს უფლება მისცეს თქვას რომ ზუგდიდი გაჩერებულია?
ეს არის უპრეცედენტო ციფრები და ზუგდიდისადმი უპრეცედენტო მხარდაჭერის გამოხატულება იმ პროექტების განსახორციელებლად, რაც ხალხს სჭირდება.“-განაცხადა გაბუნიამ.
ზაზა გაბუნიას თქმით, ცენტრალური ხელისუფლება სამომავლოდ კიდევ უფრო გაზრდის რეგიონების მხარდაჭერის პოლიტიკას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები