მამუკა ბახტაძე: ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს

„ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს ისე, როგორც ამას ვაკეთებდით ყოველთვის – მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნება” არის ხელისუფლებაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ყველა კანონდარღვევაზე ძალიან მკაცრი რეაგირება მოხდება.
“რა თქმა უნდა, ჩვენ სხვადასხვა პროვოკატორს არ უნდა მივცეთ საშუალება, ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარს – დემოკრატიის ძალიან მაღალ ხარისხს. ბუნებრივია, თუ ვინმე კანონს დაარღვევს, მასზე რეაგირება იქნება შესაბამისი და ძალიან მკაცრი”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები