გიორგი გახარია: პოლიცია მაქსიმალურად უზრუნველყოფს მოქალაქეების მიერ თავიანთი არჩევანისა და აზრის გამოხატვას თავისუფალ და მშვიდ გარემოში

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ წინასაარჩევნო პერიოდის მიმდინარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ შევაფასებთ მდგომარეობას როგორც ზუგდიდში, ისე – მარნეულში, ზესტაფონში და, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, კონსულტაციით გადავწყვეტთ, რა ძალებით უნდა იყოს წარმოდგენილი პოლიცია ყველა ლოკაციაზე. ეს არის ტექნიკური საკითხი, რომელსაც ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით გადავწყვეტთ. ახლა რაც შეეხება ძირითად ნაწილს – კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შინაგან საქმეთა სამინსიტრო და პოლიცია მაქსიმალურად უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების მიერ თავიანთი არჩევანისა და აზრის გამოხატვას თავისუფალ და მშვიდ გარემოში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები