სუდანის დედაქალაქში ცეცხლსასროლი იარაღით 5 ადამიანი მოკლეს

სუდანის დედაქალაქში ოპოზიციის მჯდომარე აქციის დროს თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა. მომხდარის შესახებ პორტალი Al Jazeera იტყობინება.
მათი ცნობით, დაღუპულთა რიცხვში არიან ერთი ჯარისკაცი და დანარჩენი მანიფესტანტები.
თავის მხრივ, სუდანის სამხედრო საბჭო ადასტურებს, რომ უცნობი პირები თავს დაესხნენ აქციის მონაწილეებს, რის შედეგადაც დაიღუპა შეიარაღებული ძალების ოფიცერი, კიდევ რამდენიმე სამხედრო პირი და აქტივისტი კი დაჭრილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები