ზალკალიანი დავით გარეჯზე: ძალიან მგრძნობიარე საკითხია და აქ ჩვენ ემოციები გვერდზე უნდა გადავდოთ

“მიღწეულია შეთანხმება, რომ სადემარკაციო კომისიები მიმდინარე კვირაში შეხვდებიან”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.}
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, დავით გარეჯის თემაზე თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ბრიუსელშიც ჰქონდა საუბარი.
„ბუნებრივია, დღესაც მქონდა ამაზე საუბარი. მიღწეულია შეთანხმება, რომ სადემარკაციო კომისიები მიმდინარე კვირაში შეხვდებიან. ბუნებრივია, მოვუწოდებ მთელს პოლიტიკურ სპექტრს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას, რომ თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებისგან და მივცეთ საშუალება კომისიას, თანათავმჯდომარეებს, დაწყნარებულ ვითარებაში ისაუბრონ ამ საკითხზე. ეს ძალიან მგრძნობიარე საკითხია და აქ ჩვენ ემოციები გვერდზე უნდა გადავდოთ. უნდა შევთანხმდეთ ისე, როგორც შეეფერება ჩვენს სტრატეგიულ თანამშრომლობას“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები