გრიგოლ ლილუაშვილი: გამოძიება გრძელდება, როდესაც ამის დრო იქნება, გაიგებთ, იგეგმება თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავება

„გამოძიება გრძელდება, როდესაც ამის დრო იქნება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს განცხადებას და გაიგებთ, იგეგმება თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავება”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოიკითხა.
„როგორ შეიძლება, გითხრათ ახლა საგამოძიებო ჯგუფის ინტერესები და რაზე მუშაობს გამოძიება. როდესაც ამის დრო იქნება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს განცხადებას და გაიგებთ, იგეგმება თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავება.
მაჩალიკაშვილი გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა მოწმის სახით. გამოძიება გრძელდება და საგამოძიებო სამსახური შემდგომ ქმედებებს გადაწყვეტს. ამას მე ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება და ჩანაწერი გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის – იოსებ გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ტერაქტის მოწყობას გეგმავდა.
ამასთან, სუს-მა მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის, მორის მაჩალიკაშვილის საუბრის ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც, უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე მსჯელობს.
აღნიშნულ საქმეზე მალხაზ მაჩალიკაშვილი მოწმის სახით გამოიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები