მაია კობახიძე: მივესალმებით სამინისტროს გადაწყვეტილებას ხელფასების ზრდისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების ამგვარი დაფასებისთვის

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელი, მაია კობახიძე განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებს დადებითად აფასებს.
„მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ღვაწლმოსილი პედაგოგების ამგვარი დაფასებისათვის. ჩვენთვის მისაღებია მიმდინარე რეფორმის პრინციპები. პენსიაზე გასვლის შემთხვევაში მასწავლებლისთვის განკუთვნილი დაზღვევის პაკეტის შენარჩუნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს დაზღვევა პედაგოგებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.
ვფიქრობ, აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს პენსიონერი პედაგოგებისადმი მიღებული გადაწყვეტილებები. იქნება განსხვავებული შეფასებები იმ კუთხით, რომ სახელმწიფო უფრო მეტად ზრუნავს პენსიონერ მასწავლებლებზე, ვიდრე – სხვა სფეროში დასაქმებულ პენსიონერებზე, მაგრამ ყველას შევახსენებ, რომ ათეულობით წლების განმავლობაში საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასზე პედაგოგთა ხელფასი ორჯერ ნაკლები იყო“, – განაცხადა მაია კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები