„ეს კანონი რომ ყოფილიყო, ბევრ შემთხვევას ავირიდებდით თავიდან” – ე.წ. ქუჩური გარჩევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება

„ეს კანონი რომ ყოფილიყო, ბევრ შემთხვევას ავირიდებდით თავიდან”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც შსს-ს იმ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს პირველი მოსმენით, რომლის მიხედვითაც ე.წ. ქუჩური გარჩევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.
როგორც უწყებაში განმარტავენ, საკანონმდებლო პაკეტი მიზნად ისახავს დავის უკანონოდ გადაწყვეტის მიზნით შეკრების – “ქუჩური გარჩევის“ კრიმინალიზაციას.
„ეს კანონი რომ ყოფილიყო, ბევრ შემთხვევას ავირიდებდით თავიდან. თუმცა ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ხორავას ქუჩის ტრაგიკული შემთხვევა, რომელსაც ყველამ კარგად ვიცით, რომ წინ უძღოდა ამგვარი ტიპის გარჩევები და, ალბათ, იმ ეტაპზე საკანონმდებლო დონეზე დამატებითი ინსტრუმენტები რომ გვქონოდა, შესაძლოა, უფრო ეფექტურები ვყოფილიყავით”, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები