კიევის სასამართლომ არჩევნებზე უკანონო აგიტაციაში ზელენსკი დამნაშავედ ცნო

კიევის რაიონულმა სასამართლომ ახალარჩეული პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი არჩევნების მიმდინარეობისას უკანონო აგიტაციაში დამნაშავედ ცნო და 850 გრივნით დააჯარიმა. არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის დროს ზელენსკიმ შევსებული ბიულეტენი გამოაჩინა, რითიც კანონი დაარღვია. პოლიციამ ადმინისტრაციული პროტოკოლი შეადგინა.
დაცვის მხარე სასამართლოს სთხოვა, დაეხურა ადმინისტრაციული საქმე დანაშაულის არარსებობის გამო.
“ბიულეტენი ნაჩვენები იყო ჟურნალისტების თხოვნით, მაგრამ, ამასთან ერთად, ხმის მიცემის მოწოდება არ გაჟღერებულა”, – განაცხადა ზელენსკის ადვოკატმა, სერგეი კალჩენკომ.
დაცვის მხარის მტკიცებით, ზელენსკიმ პოლიციის პროტოკოლს ხელი მოაწერა და დანაშაული აღიარა, ვინაიდან არ არის იურისტი და სურდა, სწორად მოქცეულიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები