ტრამპი ჩინეთს ვაჭრობასთან დაკავშირებით ულტიმატუმს უყენებს

ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პეკინს იმით დაემუქრა, რომ ამერიკული კომპანიები იძულებული იქნებიან, დატოვონ ჩინეთი სხვა ქვეყნების სასარგებლოდ, თუკი ჩინეთი ამერიკულ საქონელს გადასახადებს დაუწესებს. ამის შესახებ მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
“ჩინეთში არ დარჩება არავინ, ვისთანაც ბიზნესის წარმოება იქნება შესაძლებელი. ძალიან ცუდია ჩინეთისთვის, ძალიან კარგია ამერიკისთვის! მაგრამ ჩინეთი იმდენად დიდხანს სარგებლობდა შეერთებული შტატებით, რომ ახლა ძალიან წინაა. ამიტომ ჩინეთმა არ უნდა მიიღოს საპასუხო ზომები – უფრო უარესი იქნება”, – წერს ტრამპი.
“მე ღიად ვაცხადებ ჩემს ყველა მეგობართან ჩინეთში, რომ ჩინეთისთვის ძალიან მტკივნეული იქნება, თუკი თქვენ არ წამოხვალთ შეთანხმებაზე, ვინაიდან კომპანიები იძულებულები იქნებიან, დატოვონ ჩინეთი სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენ გვქონდა თითქმის დასრულებული შეთანხმება, მაგრამ თქვენ უკან დაიხიეთ”, – განმარტა დონალდ ტრამპმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები