ეკა ბესელია: პრობლემების გადაწყვეტისთვის საჭიროა არჩევნები, რომელმაც უნდა შეცვალოს ვითარება

“ბევრი პრობლემის გადაწყვეტისთვის, რაც ადამიანებს აქვთ, საჭიროს არჩევნები, როგორც საშუალება, რომელმაც უნდა შეცვალოს ვითარება”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ქვეყანაში არსებობს უსამართლობის განცდა და ეს უნდა აღმოიფხვრას.
“ვინ იქნება წარმოდგენილი პარტიის ოფისში, ჩემთვის არ არის საინტერესო საკითხი უკვე, საინტერესოა ჩვენი ქვეყნის მომავალი და მომავალი არჩევნებისთვის რა ვითარება და სურათი გვექნება. ეს არჩევნები ჩემთვის განიხილება, როგორც საშუალება და არა  – მიზანი იმისთვის, რომ შექმნილი რთული ვითარება, რაც ქვეყანაში არის  ბევრი სხვადასხვა მიმართულებით და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის უსამართლობის განცდა, სასამართლოს მიმართ უნდობლობა, ბევრი პრობლემა, რაც ადამიანებს აქვთ. ამის გადაწყვეტისთვის საჭირო არის არჩევნები, როგორც საშუალება, რომელმაც უნდა შეცვალოს ვითარება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები