ევროკომისარი უვიზო მიმოსვლაზე: ამჟამად, ყველაფერი კარგად მიმდინარეობს

“ამჟამად, ყველაფერი კარგად მიმდინარეობს”, – ასე უპასუხა ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა საქართველოს უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ბრიუსელში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იუბილესთან დაკავშირებული მინისტერიალის გახსნამდე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.
„დღეს ვზეიმობთ ძალიან ინტენსიური პარტნიორობის დაარსებიდან ათი წლისთავს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენ განსაკუთრებით გავააქტიურეთ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ პოლიტიკური თვალსაზრისით. ამის პარალელურად, ძალიან ინდივიდური, ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს თითოეულ ქვეყანასთან. ზოგადად, ვფიქრობ, რომ დიდი ბიძგი მივეცით ეკონომიკურ განვითარებას, კავშირს, ადამიანთა შორის კონტაქტებს. ვფიქრობ, დასახული ოცი ამოცანა უკვე იძლევა შედეგებს. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შესასრულებელი სამუშაო უკეთესი მმართველობის სფეროში, თუმცა რომიც ერთ დღეში არ აშენებულა“, – განაცხადა იოჰანეს ჰანმა. ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ. სპეციალურად ამ თარიღთან დაკავშირებით მინისტერიალი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები