მამუკა მდინარაძე მაია მიმინოშვილზე: დღეს ის პარტიის საქმიანობაში, გადამზადება-ტრენინგებში მონაწილეობს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, პარტიაში დასაქმებული მაია მიმინოშვილი მათი წევრების გადამზადება-ტრენინგის მიმართულებით მუშაობს.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ გაჯანსაღების პროცესის გაგრძელებას გეგმავს.
„შერჩევის პროცესთან დაკავშირებით შეიძლება, გარკვეული შეხვედრები გაიმართოს; გარკვეული რეკომენდაცია გაეწიოს დატრენინგებულ პირს, თუმცა, საბოლოოდ, გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო ღებულობს. ქალბატონი მაია არის პროფესიონალი, კარგი კადრი და, წლების განმავლობაში, მისი საქმიანობა ყოველმხრივ ძალიან პოზიტიურად იყო შეფასებული. დღეს ის პარტიის საქმიანობაში, გადამზადება-ტრენინგებში იღებს მონაწილეობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი უფროსი მაია მიმინოშვილი პარტიაში ახალი სახეების შერჩევის საკითხს კურირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები