ბესელია „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას მხარს დაუჭერს – “იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ არ მაქვს ნდობა”

“იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ არ მაქვს  ნდობა, საბჭოს ცალკეული წევრები პირდაპირ არიან ჩართულნი პოლიტიკურ პროცესებში”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირკვევა, ეკა ბესელია „ევროპული საქართველოს“ მიერ ინიცირებული იმ დადგენილების პროექტისთვის აპირებს მხარდაჭერას, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის კვოტით არჩეული წევრების საბჭოდან გამოწვევას ითვალისწინებს.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ არ მაქვს   ნდობა. საბჭოს ცალკეული წევრები პირდაპირ არიან ჩართულნი პოლიტიკურ პროცესებში. ეს საკითხი სწრაფად უნდა დადგეს. საბჭოს საქმიანობამ აჩვენა, რომ მას მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა ჩიხში შეჰყავს. არცერთი ის ადამიანი, რომელმაც ათკაციან “შავ სიას“ მხარი დაუჭირა, ნდობას არ იმსახურებს“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები