ხულოში დიდაჭარობა აღნიშნეს

ხულოში ტრადიციული დღესასწაული, დიდაჭარობა საზეიმოდ აღინიშნა. ღონისძიებაზე სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები,  ხულოსა და შუახევის ანსამბლებმა ქორეოგრაფიულ-ვოკალური ნომრები შეასრულეს.  ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე – თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი – ანზორ ბოლქვაძე, საქართველოს ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი – ვანო პაპუნიძე და ხულოს მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი – ვახტანგ ბერიძე ესწრებოდნენ.
“დღევანდელ დღეს თითოეული ჩვენგანი დიდი სიხარულით ველოდებით, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვნად ისტორიული დღე. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, მეუფის მოპატიჟებით ვიმყოფებოდე დიდაჭარაში, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. ასევე, ვულოცავ ყველა ხულოელს  დიდაჭარობას. ყველა მიყვარს და ყოველთვის ვიქნები მათ გვერდით. მათი სიყვარული მაძლიერებს. უფალმა გააძლიეროს და გაერთიანოს ჩვენი საქართველო”, – აღნიშნა  ვახტანგ ბერიძემ.
ცნობისთვის, 12 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ამავე დღეს აღინიშნება დიდაჭარობა.  დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები. ამიტომ არის ანდრიაობა მაღალმთიანი ხულოსა და ისტორიული დიდაჭარისათვის მნიშვნელოვანი დღესასწაული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები