ირაკლი ზარქუა: როგორც ქართველები ვიტყვით, ეს აქციები არის ბოლო გაფართხალება, რომ საქართველოში ამოატრიალონ, დაძაბონ სიტუაცია და ხელისუფლებაში აგენტურა მოიყვანონ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ოპოზიციის აქციებს აფასებს.
მისი თქმით, ეს აქციები არის ბოლო გაფართხალება, რომ საქართველოში ამოატრიალონ, დაძაბონ სიტუაცია და ხელისუფლებაში აგენტურა მოიყვანონ.
„როგორც ქართველები ვიტყვით, ეს [აქციები] არის ბოლო გაფართხალება, რომ აქ [საქართველოში] ამოატრიალონ, დაძაბონ სიტუაცია და ხელისუფლებაში აგენტურა მოიყვანონ. ამას ჩვენ არ გავუტარებთ, რადგან ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა მშვიდობის, ოჯახური ღირებულებების სასარგებლოდ, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ, მშვიდობიანი და ღირსებით ევროინტეგრაციისთვის. ჩვენი ქართველი მოსახლეობის მილიონზე მეტმა ქართველმა და საქართველოს მოქალაქემ მხარი დაგვიჭირა, ჩვენ ამ არჩევანს დავიცავთ“, – აღნიშნა ზარქუამ “ქრონიკის” ეთერში.