თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციავ, ნუ გადაკვეთთ წითელ ხაზებს, თორემ თქვენ წინააღმდეგ ქუჩაში ხალხი მართლა გამოვა
„დანაშაულებრივი ჩანაფიქრია, დაპირისპირება და ამაში ჩვენი ძმების ქისტების ჩართვა,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი. კომენტარში ექსპერტი აფასებს ოპოზიციის მცდელობას გააღვივოს ეთნიკური შუღლი ქართველებსა და ქისტებს შორის.
თამთა მეგრელიშვილი აღნიშნავს, რომ რადიკალები იმდენად არიან თავზე ხელაღებულები, რომ უკან დასახევ გზას არ ტოვებენ და მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ.
„ოპოზიცია წითელ ხაზებს კვეთს, მათთვის ყველაფერი სულერთია, სურთ მხოლოდ სისხლის ღვრა და დაპირისპირება. ამისთვის არ ერიდებიან საკუთარი მიზნებისთვის ჩვენი ძმების ქისტების გამოყენებას. ჭავჭავაძის N2-ში მდებარე სუპერმარკეტ ,,სპარის” უკან იმყოფება 10-მდე ქისტი პირი, რომლებიც იღებენ ალკოჰოლურ სასმელს და აცხადებენ რომ ,,მზად არიან ბრძოლისთვის და დაჯახებისთვის”. დანაშაულებრივი ჩანაფიქრია, დაპირისპირება და ამაში ჩვენი ძმების ქისტების ჩართვა. ოპოზიციავ, ნუ გადაკვეთთ წითელ ხაზებს, თორემ თქვენ წინააღმდეგ ქუჩაში ხალხი მართლა გამოვა,” – წერს თამთა მეგრელიშვილი.