მდინარაძე – ოპოზიციაზე: მანდატებზე უარს მართლა თუ აპირებენ, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გამოჩნდება

“განცხადებები პარლამენტიდან გასვლაზე კანონის დარღვევით იმიტომ დაწერეს (ახლა დაწერილს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს), რომ მერე კანონის დაცვით აღარ დაწერონ და პარლამენტიდან გასვლა მართლა არ მოუწიოთ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს არის “აგენტურული ოპოზიციის მორიგი თაღლითობა”.

“სულ ესაა აგენტურული ოპოზიციის მორიგი თაღლითობა, რომელიც უმარტივესად იშიფრება.

მანდატებზე უარს მართლა თუ აპირებენ, უფლებამოსილების ცნობის შემდეგ გამოჩნდება”, – წერს მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები