ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი “ოპოზიციასთან” მოლაპარაკებებს დათანხმდა

დღეს შესაძლოა, პირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართოს ოკუპირებული აფხაზეთის “ხელისუფლებასა” და ადგილობრივ “ოპოზიციას” შორის,- ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის “პარლამენტის” შენობაში გამართულ შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

აქამდე კონსულტაციები დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გუნდსა და ადგილობრივ ე.წ. ოპოზიციას შორის შუამავლების დახმარებით მიმდინარეობდა.

დე ფაქტო ლიდერმა, ასლან ბჟანიამ უკვე გამართა შეხვედრა “დეპუტატების” ჯგუფთან.

„გადაწყდა, რომ შეიქმნება დელეგაციები არაუგვიანეს 18:00 საათისა და დაიწყება მოლაპარაკებები ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის“, – წერს ადგილობრივი მედია.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის ,,პრესსამსახურმა’’ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბჟანიამ გამართა “უშიშროების საბჭოს” სხდომა, რომელზეც არსებული ვითარება და მისი სტაბილიზაციის ზომები განიხილეს.

„ბჟანიამ უშიშროების საბჭოს წევრებს უკანონო ქმედებების აღკვეთასთან დაკავშირებით კონკრეტული მითითებები მისცა“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები