რუსეთის შეიარაღებული ძალები ოდესას თავს დაესხნენ – დაიღუპა 8 ადამიანი
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ოდესას ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს. ქალაქში რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა. დაღუპულია 8 ადამიანი,- ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავდა 18 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. ოთხი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია.
„რუსმა ტერორისტებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. არიან დაღუპულები და დაჭრილები, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა ოდესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა.
როგორც მედია იუწყება, დილით ოდესას სადაზვერვო დრონი მიუახლოვდა, ხოლო რამდენიმე საათში ქალაქზე შეტევა ბალისტიკური რაკეტებით განხორციელდა.