უწმინდესმა ქალთა №5 დაწესებულებაში მსჯავრდებულები მოინახულა

    სასჯელაღსრულების ქალთა №5 დაწესებულებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ესტუმრა. ილია მეორემ მსჯავრდებული ქალბატონების მიერ შექმნილი ნივთები დაათვალიერა და მსჯავრდებულები დალოცა. კათალიკოს-პატრიარქმა პატიმრებს მიმართა და აღნიშნა, რომ მათთვის ილოცებს. უწმინდესმა სთხოვა საქართველოს პრეზიდენტს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრსა და პარლამენტს, ძალა არ დაიშურონ იმისათვის, რომ ციხეში არც ერთი ქალი არ იყოს. სტუმრის პატივსაცემად მსჯავდებულებმა პოეზიის საღამო გამართეს, სადაც ერთ-ერთი მსჯავრდებული ქალბატონის ლექსები -“გისოსებს მიღმა დაწერილი სტროფები“ წაიკითხეს. პოეზიის საღამოს დასრულების შემდეგ სიონის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა მსჯავრდებული ქალბატონებისთვის რამდენიმე სიმღერა და საგალობელი შეასრულა. ღონისძიების დასასრულს პატრიარქმა მსჯავრდებულებს საჩუქრები გადასცა. შეხვედრა უწმინდესის ინიციატივითა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ორგანიზებით შედგა. ღონისძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილეები გიგა გიორგაძე და არჩილ თალაკვაძე, დეპარტამენტის თავმჯდომარე დიმიტრი დარბაისელი, დეპარტამენტისა და დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები