მამუკა ბახტაძე: რეგიონული განვითარება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია
პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, ბიზნესფორუმზე ყოფნისას, განაცხადა, რომ რეგიონული განვითარება მთავრობის მთავარი პრიორიტეტია და ზუგდიდში, “ქართული ოცნების” შტაბში, განსახორციელებელი პროექტების განსახილველად იმყოფებოდა.
“რეგიონებში ხშირად დავდივარ. რეგიონული განვითარება არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ყოველთვის ძალიან სასიხარულოა ზუგდიდში ჩამოსვლა. იცით, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი გაიმართა. არ შეიძლება ყველაფრის დაკავშირება არჩევნებთან. ჩვენ გვქონდა ადრეც საუბარი ჩვენს გუნდთან. იცით, რომ ზუგდიდში მნიშვნელოვანი პროექტები დავაანონსეთ, გვაქვს ასევე ახალი ხედვები, რაც ამ ლამაზი კუთხის განვითარებას უკავშირდება. “ქართული ოცნების” შტაბში საუბარი სწორედ ამაზე გვქონდა”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.