გივი მოდებაძე : ჩემთვის უპირველესი იქნება თითოეული ჭიათურელის განსაკუთრებით, მაღაროელთა ინტერესების დაცვა
ჭიათურის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი გივი მოდებაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატი მაღაროელებს რამდენჯერმე შეხვდა, ამჯერად მათ მაღაროელთა საერთო საცხოვრბელში შეხვდა და ჭიათურის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო.
,,ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი, მაღაროელთა მხარდაჭერა. გთავაზობთ ჩემს კანდიდატურას, როგორც ჭიათურაზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანისას. ჩემთვის უპირველესი იქნება თითოეული ჭიათურელის და განსაკუთრებით მაღაროელთა ინტერესების დაცვა. მე ჩემს ვუნდთან ერთად მაერთიანებს იდეა ,,უკეთესი ჭიათურის აშენება”. ამ იდეით ვცხოვრობ ამ ქალაქში და ყველაფერს გავაკეთებ ამის მისაღწევად – განაცხადა გივი მოდებაძემ.
მაღაროელებთან შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.