ლევან დავითაშვილი: ფაროსანასთან საბრძოლველად მსოფლიო გამოცდილებას ვიყენებთ 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცახდებით, საქართველო ფაროსანასთან საბრძოლველად  მსოფლიოს მასშტაბით, წამყვანი მეცნიერების მიერ აპრობირებულ მეთოდებს იყენებს.
მინისტრმა ზუგდიდში გამართულ სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმის დასრულების შემდეგ ასევე განმარტა, რომ ფაროსანასთან საბრძოლველად, უმნიშვნელოვანეს კომპონენტს მოსახლეობის ჩართულობა წარმოადგენს.
“ჩვენ ვიყენებთ ყველა გამოცდილებას, რაც დაგვიგროვდა ამ ხნის განმავლობაში. საკუთარი გამოცდილება და ის გამოცდილება, რომელიც წამყვან მეცნიერებს ფაროსანათან ბრძოლის კუთხით მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვთ. ჩვენ ვიყენებთ იმ აპრობირებულ პრეპარატებს, რაც არის ყველაზე ეფექტური. ეს არის მსოფლიო გამოცდილება. ამ ღონისძიებების შესახებ მოსახლეობა ინფორმირებულია. ეს პირველი წელი არ არის, თუმცა ჩვენ ყოველ წელს გვაქვს გარკვეული გაუმჯობესებები ტაქტიკაში. სტრატეგიული მიმართულება  ძირითადად არის, რაც ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას. ჩვენ, ღონისძიებებში ყოველ წელს არსებობს გაუმჯობესებები , მათ შორის ბრძოლის ნაწილში იზრდება შესაძლებლობები. გვაქვს ყველა ის ტექნიკური შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ძალიან მნიშვნელოვნია მოსახლეობის ჩართულობა, იმიტომ, რომ ჩვენ ვახორციელებთ ღონისძიებებს პოპულაციის შემცირებაზე, მაგრამ თითოეული საკარმიდამო ნაკვეთის დაცვა არის ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობა. მოსახელობის ძალისხმევის გაერთიანება არის უმნიშვნელოვანესი”,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები