მამუკა ბახტაძე: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩვენი სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია
„მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ მსურს, დავარწმუნო ქართული საზოგადოება, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი – ეს არის ჩვენი სტრატეგიის განუყოფელი ნაწილი”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამჟამად მნიშვნელოვანია შედეგი, რომ მოკლე ვადაში პორტმა სრულფასოვანი ტრანზიტული ფუნქციის რეალიზაცია შეძლოს.
” ჩვენ შევძელით ის, რომ აღნიშნული პროექტი გაჩნდა ძალიან ბევრი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სიაში. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, დავიწყოთ ამ პროექტის რეალიზაცია უმოკლეს ვადაში. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები გრძელდება კრედიტორებთან, მათ შორის, კონსორციუმს, მის აქციონერებს აქვთ კონკრეტული ვალდებულები შესასრულებელი. მე ვიტყოდი, რომ დღეს ჩვენ ფოკუსირებული უნდა ვიყოთ კონკრეტულ შედეგზე, კონკრეტული შედეგი ჩვენთვის ეს არის, მშენებლობის დაწყება, დაწყება სწრაფი ტემპებით, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში, საქართველომ მიიღოს ღრმაწყლოვანი პორტი, რათა შევძლოთ ჩვენი ტრანზიტული პორტის სრულფასოვანი ტრანზიტული ფუნქციის რეალიზაცია. ეს არის დამოკიდებული ვალდებულების შესრულებაზე, ეს არის დამოკიდებული იმ მოლაპარაკებებზე, რომელიც დღესაც მიმდინარეობს“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.