მამუკა ბახტაძე: ჩვენ უნდა გაგვიცნოს მსოფლიომ, როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა
„ჩვენ უნდა გაგვიცნოს მსოფლიომ, როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა, ეს არის გზა, რომელიც დაგვაძლევინებს სიღარიბეს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში განაცხადა, სადაც აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიხსნა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრი მეწარმეებს ჰპირდება, რომ გადასახადებისგან საერთოდ გაათავისუფლებს. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მან სამეგრელოს სხვადახვა რაიონებში ფერმერებისგან რჩევები მოისმინა და აღნიშნულზე დაყრდნობით, ახალი ინიციატივები გააჟღერა, რომელიც რამდენიმე მიმართულებას ეხება.
„ჩვენ უნდა გაგვიცნოს მსოფლიომ, როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა, ეს არის გზა, რომელიც დაგვაძლევინებს სიღარიბეს, ეს არის გზა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოში განვითარების სულ ახალ დონეზე გადავიყვანოთ. მე ძალიან ბევრი რჩევა მოვისმინე ზუგდიდში, სამეგრელოს სხვა რაიონებში ჩვენი ფერმერებისგან და სწორედ ამ რჩევებზე დაყრდნობით, გუშინ ახალი ინიციატივის შესახებ განვაცხადეთ და ეს ინიციატივები რამდენიმე მიმართულებას ეხება. პირველი გახლავთ პროექტი – „დანერგე მომავალი“. აქ ჩვენ გავითვალისწინეთ თქვენი რჩევები და მოგეხსენებათ, ზედა ზღვარი ორნახევარჯერ ავწიეთ – ასი ათასი ლარიდან ორასი ათას ლარამდე, რომ თითოეულ თქვენგანს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, უფრო ფართო მასშტაბით შეხედოს და განავითაროს ეს ბიზნესი.
ჩვენ გავითვალისწინეთ თქვენი რჩევები და კენკროვანი პროგრამა უკლებლივ ყველა რაიონს შეეხება. პირადად მე, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ისევე, როგორც თითოეული თქვენთაგანი, როცა საქართველოში კენკროვანი კულტურის განვითარებაზე ვსაუბრობთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში შევძელით და აღვადგინეთ ჩაის წარმოების საკმაოდ მნიშვნელოვანი პოტენციალი, თუმცა ჯერ კიდევ შორს ვართ იმ ნიშნულიდან, სადაც გვინდა ვიყოთ. აქედან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება და ჩვენ კიდევ უფრო გავზრდით სუბსიდიებს ამ მიმართულებით.
სამეგრელოში ჩვენ გვაქვს უნიკალური ყურძნის ჯიშები და სამწუხაროდ, არ არსებობდა პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, ეს პოტენციალი სრულად წარმოგვედგინა. აქედან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება და მევენახეობის მიმართულებითაც დავიწყებთ და გავზრდით სუბსიდირებას ამ ლამაზ კუთხეში“, – განაცხადა ბახტაძემ.
მისივე თქმით, სიღარიბის დასაძლევად, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს.
„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ სრულად შევძლოთ ამ რეგიონში სოფლის მეურნეობის პოტენციალის ათვისება იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ეს არის სწორი გზა იმისთვის, რომ ქართველი ფერმერი იყოს წარმატებული, იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული, იმისთვის, რომ ჩვენ გადავდგათ პრინციპული ნაბიჯები სიღარიბის დასაძლევად. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, სიღარიბის დაძლევის გარეშე, ჩვენი სამშობლო ვერ იქნება წარმატებული“, – განაცხადა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძე: ჩვენ უნდა გაგვიცნოს მსოფლიომ, როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა.