ზუგდიდიში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი იმართება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქალაქ ზუგდიდში, დადაიანების სასახლის ტერიტორიაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი მიმდინარეობს. ფორუმი საქართველოს პრემიერ- მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ გახსნეს.
ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში რეგიონში არსებულ აგროსაინვესტიციო პოტენციალზე, სტაბილური ეკონომიკური გარემოსა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
“დღევანდელი ფორუმი წარმოადგენს შესანიშნავ პლატფორმას დეტალურად გავეცნოთ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აგროპოტენციალს, რაც საშუალებას მოგვცემს ხელი შევუწყოთ მის მაქსიმალურად ეფექტიან გამოყენებას”,-განაცხადა დავითაშვილმა.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო “ერთიან აგროპროექტს” ახორციელებს, რომლის მიზანია დარგის გრძელვადიანი განვითარება და ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.