ზაალ ანჯაფარიძე: მანკიერი პრაქტიკა “ნაცმოძრაობასთან” ერთად წარსულს ბარდება
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ხელისუფლებისთვის ერთი Good News! წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშის თანახმად, საქართველოში პატიმრების წამებას, მათ მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, ადგილი არ აქვს. მანკიერი პრაქტიკა “ნაცმოძრაობასთან” ერთად წარსულს ბარდება, ცალკეული რეციდივები არის სამწუხაროდ“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.