გიორგი გოგლიჩიძე: სკრინიგ ცენტრი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენს მუნიციპალიტეტში მსგავსი კვლევები არ ტარდება და მოსახლეობა თბილისში დადის
,,ქართული ოცნების” ზესტაფონის მერობის კანდიდატმა, გიორგი გოგლიჩიძემ ტელეკომპანია ,,მაესტროს” ეთერში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვადასხვა პროექტისთვის გახარჯვაზე ისაუბრა.
სკრინიგ ცენტრი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენს მუნიციპალიტეტში მსგავსი კვლევები არ ტარდება და მოსახლეობა დადის თბილისში, ასევე, ,,ჯორჯიან მანგანეზი”, რომელსაც არაერთი პროექტი განუხორციელებია, მზაობას გამოთქვამს, რომ სკრინიგ ცენტრის პროგრა დააფინანსოს. ეს იქნება სარგებელი ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის.
ჟურნალისტის კითხვაზე, რა თანხა იქნება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში და როგორ აპირებს მერად არჩევის შემთხვევაში, გოგლიჩიძე მის გაწერას, კანდიდატმა უპასუხა, რომ ინფრასქტრუქულული პროექტები უკვე ივნის-ივლისის თვეებიდან დაიწყება.
,,ადგილობრივ ბიუჯეტში 4 მილიონ ნახევარია, რომელიც გაწერილია ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, თუმცა შუალედური არჩევნების წინ 2 თვით ბიუჯეტი იკეტება და კანონი კრძალავს მის გამოყენებას. ამ თანხას რეგიონული და მუნიციპალური განვითარების ფონდიდან წამოსული თანხები ემატებას და ბიუჯეტი სულ 10 მილიონამდე ადის. ივნის-ივლისის თვეებში დაიწყება სამუშაოები და შედეგს მოსახლეობა თავად შეხედავს,”- განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.