გივი მოდებაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს კარდაკარის პრინციპით აგრძელებს

მმართველი გუნდის ჭიათურის მერობის კანდიდატი დღეს წასრის, მერევის,გუნდაეთისა და უსახელოს სოფლების მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივებს თავისი საარჩევნო პროგრამა გააცნო. ოთხივე სოფლის მოსახლეობამ კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადა და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება სთხოვა. გამარჯვების შემთხვევაში, გივი მოდებაძე პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

“სოფლების მიმართულებით წელს ახალი ასფალტირებული გზა მოეწყობა. რაც შეეხება სასმელი წყლის საკითხს, სოფელ უსახელოს წყლის ქსელის მშენებლობისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია. დარჩენილი სოფლების მიმართულებით შესაბამისი სპეციალისტები ჩაერთვებიან და მოამზადებენ პროექტს, რაც სოფლებში წყლის პრობლემას გადაჭრის. 2019 წელს ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ ნიგოზეთის თემში 5 მილიონ ლარამდე თანხა დაიხარჯება. ეს თანხა გათვალისწინებულია, როგორც ცენტრალური და შიდა გზების, ისე წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციოდ. მიუხედავად ამისა, მე კარგად ვიცი, რომ ამით თემში არსებული პრობლემები არ იწურება, ამიტომ გამარჯვების შემთხვევაში თქვენს წარმომადგენლებთან ერთად დავგეგმავ და განვახორციელებ პირველი რიგის მნიშვნელოვან საკითხებს.” – განაცხადა გივი მოდებაძემ.





კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები