„იმედს ვიტოვებთ, რომ სანდრა რულოვსი დაძლევს საზოგადობის მიმართ შიშს და დათანხმდება დებატის ფორმატს“

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ წარმოადგენს დესტრუქციულ ძალას, რომლის მიზანიც არ არის ჯანსაღი პოლიტიკური, წინასაარჩევნო ბრძოლის წარმოება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილი აცხადებს, რომ სატელევიზიო დებატი წარმოადგენს მთელს მსოფლიოში აპრობირებულ საშუალებას იმისთვის, რომ კანდიდატებმა მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში წარმოადგინონ საკუთარი პოლიტიკური ხედვები და პასუხი გაეცეს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან, თუნდაც მწვავე კითხვებს.

პარლამენტის წევრის თქმით, ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი, გეგა შენგელია მზადაა, პასუხი გასცეს ყველა ასეთ კითხვას და ამომრჩეველს გააცნოს საკუთარი პოლიტიკური ხედვა, რასაც ვერ ვიტყვით ქალბატონ სანდრა რულოვსზე.

“ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა გეგა შენგელიას შეთავაზებაზე და, საპასუხოდ, პოლიტიკურ ოპონენტს შესთავაზა სრულიად არარეალური, შესაძლო ექსცესების რისკის მატარებელი ფორმატი, რომელიც “ნაცმოძრაობის” ჩვეულ სტილში, სპექტაკლისა და საცირკო სანახაობას მოსაწყობად თუ გამოდგება. იმედს ვიტოვებთ, რომ სანდრა რულოვსი. საბოლოოდ. დაძლევას საზოგადობის ფართო წრისადმი წარდგენის შიშს, დათანხმდება დებეტის კონსტრუქციულ ფორმატს და არ გაექცევა მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემას!”, – ამბობს მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები